Nasze działania

ქართული სამრევლოს 3 წლის იუბილე პოლონეთში

ქართული სამრევლოს 3 წლის იუბილე პოლონეთში

9 ოქტომბერს, პოლონეთში ქართული სამრევლოს დაარსების მესამე წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა განსაკუთრებული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, პატარებმა წარმოდგინეს მუსიკალური ნომრები, ცეკვები და ლექსები, რაც დღესასწაულს განსაკუთრებულად თბილ ატმოსფეროს სძენდა.

შეხვედრა გდანსკში

შეხვედრა გდანსკში

დიასპორის მმართველი საბჭო შეხვდა გდანსკში მცხოვრებ ქართველებს. შეხვედრა იყო გულთბილი, ღია და შინაარსით მდიდარი. ჩვენი თანამემამულეები გამოხატავენ დიდ სურვილს გაერთიანებისა და აქტიური მხარდაჭერისთვის რაც ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა.

პოზნანი — ორდღიანი ვიზიტი

პოზნანი — ორდღიანი ვიზიტი

კიდევ ერთი განსაკუთრებული შეხვედრა !

შეხვედრა გდანსკის მართლმადიდებელ კათედრალში

შეხვედრა გდანსკის მართლმადიდებელ კათედრალში

გდანსკში, წმინდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური კათედრალის ტერიტორიაზე, გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პოლონეთში ქართული დიასპორის თავმჯდომარე თორნიკე ცირეკიძე, ვიცე-თავმჯდომარე მამუკა გვასალია და დეკანოზი დავით კონჯარია, რომელიც ხელმძღვანელობს წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართულ სამრევლოს.

ოფიციალური შეხვედრა ვარშავის მერიაში (17 აპრილი 2025)

ოფიციალური შეხვედრა ვარშავის მერიაში (17 აპრილი 2025)

ოფიციალური შეხვედრა ვარშავის მერიასთან

სამრევლოს სამი წლის საიუბილეო დღე

სამრევლოს სამი წლის საიუბილეო დღე

დღეს შესრულდა სამი წელი პოლონეთში ქართული სამრევლოს დაარსებიდან.

კრაკოვი — ახალი ქართული სამრევლო

კრაკოვი — ახალი ქართული სამრევლო

ქართული დიასპორა პოლონეთში გულწრფელ მადლობას უხდის ბატონ იოსებ ხახალეიშვილს, საქართველოს გენერალურ კონსულს კრაკოვში, და საკონსულოს გუნდს მხარდაჭერისა და გულთბილი მასპინძლობისთვის.

ბიზნეს-გალა ვარშავაში

ბიზნეს-გალა ვარშავაში

ვარშავაში ყოველწლიურ ბიზნეს-გალაზე, რომელიც პოლონეთსა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს აერთიანებს, დიასპორის პრეზიდენტმა თორნიკე ცირეკიძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს დინამიურ ეკონომიკურ განვითარებას და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ გარემოს.

ირინა სხირტლაძის ხსოვნას

ირინა სხირტლაძის ხსოვნას

16 სექტემბერს, ჩვენი დიასპორა კიდევ ერთხელ შეიკრიბა სამხედრო სასაფლაოზე, რათა პატივი მივაგოთ 16 წლის ირინა სხირტლაძის ხსოვნას. ეს დღე უკვე გადაიქცა ყოველწლიურ ტრადიციად და გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთად დგომა და ჩვენი გმირების პატივისცემა.

პოლონეთის სომელიეების XXIV ჩემპიონატი

პოლონეთის სომელიეების XXIV ჩემპიონატი

დღეს ვარშავაში დასრულდა პოლონეთის სომელიეების XXIV ჩემპიონატი, რომლის ფინალურ ეტაპსაც დაესწრნენ დიასპორის თავმჯდომარე თორნიკე ცირეკიძე და ბატონი დავით გამცემლიძე.

დიპლომატიური შეხვედრა — აზიის დეპარტამენტის ინიციატივა

დიპლომატიური შეხვედრა — აზიის დეპარტამენტის ინიციატივა

დღეს დიასპორის თავმჯდომარე თორნიკე ცირეკიძე და ბატონი დავით გამცემლიძე მიწვეულნი იყვნენ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აზიის დეპარტამენტის დირექტორის ინიციატივით.

27 მაისი — დიასპორის საერთაშორისო დღე

27 მაისი — დიასპორის საერთაშორისო დღე

27 მაისი დიასპორის საერთაშორისო დღე!

23 აპრილი — გმირთა პატივისცემა ვარშავის სამხედრო სასაფლაოზე

23 აპრილი — გმირთა პატივისცემა ვარშავის სამხედრო სასაფლაოზე

2025 წლის 23 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, პოლონეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელობამ და წარმომადგენლებმა მოინახულეს ვარშავის სამხედრო სასაფლაო, სადაც დაკრძალულნი არიან ქართველი გენერლები და ის მოღვაწეები, რომელთა ღვაწლი მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართული ისტორიული მეხსიერებისთვის.

”24

24 მაისი — „ქართული კულტურის დღე“ ვარშავის ისტორიულ გულში

24 მაისს, ვარშავის ისტორიულ გულში, გაიმართა „ქართული კულტურის დღე“, რომელიც ქართული დიასპორის მიერ იყო ორგანიზებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ეს დღე დაეთმო ქართული სულის, კულტურისა და ტრადიციების აღნიშვნას შთამბეჭდავი და ემოციური ატმოსფეროთი.ღონისძიებას ესწრებოდნენ განსაკუთრებული სტუმრები:საქართველოს ელჩი პოლონეთში, ქალბატონი დიანა ჟღენტი,და მამა დავით კონჯარია გრიგოლ ფერაძის სახელობის სამრევლოს დამფუძნებელი პოლონეთში.დასწრებულნი იყვნენ როგორც ქართველები, ასევე უამრავი უცხოელი სტუმარი, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ქართული კულტურის გაცნობასა და გაზიარებაში.მოეწყო ქართული პროდუქციის გამოფენა და გაყიდვა,ხოლო საღამო დაგვირგვინდა ქართული ანსამბლების მიერ გამართულ უმაღლესი დონის კონცერტით, რომელიც გულწრფელი ემოციითა და სიღრმით წარიმართა.გმადლობთ ყველა სტუმარს, პარტნიორს და მონაწილეს, ვინც ამ დღეს ქართული სულის ნაწილად აქცია.

15 მარტი — პოლონეთში ქართული დიასპორის ყრილობა საელჩოში

15 მარტი — პოლონეთში ქართული დიასპორის ყრილობა საელჩოში

15 მარტს პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა პოლონეთში ქართული დიასპორის ყრილობა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა პოლონეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის. ყრილობის დროს დიასპორის წევრებმა აირჩიეს პოლონეთში ქართული დიასპორის ახალი ხელმძღვანელობა:

კრაკოვში პარაკლისი და პანაშვიდი — 18 ნოემბერი

კრაკოვში პარაკლისი და პანაშვიდი — 18 ნოემბერი

18 ნოემბერს, საქართველოს გენერალური კონსულის მოწვევით, კრაკოვს ესტუმრნენ წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი დავით კონჯარია, და პოლონეთში ქართული დიასპორის პრეზიდენტი, თორნიკე ცირეკიძე.