სამრევლოს სამი წლის საიუბილეო დღე
დღეს შესრულდა სამი წელი პოლონეთში ქართული სამრევლოს დაარსებიდან.
ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად მიტროპოლიტმა სავამ გულთბილად მიგვიწვია თავის რეზიდენციაში, სადაც გაიმართა შეხვედრა და საუბარი არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე, რომლებიც მალე გახდება საზოგადოებისათვის ცნობადი.
ეს დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართულ და პოლონურ მართლმადიდებელ თემებს შორის მჭიდრო მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემას, რაც მომავალშიც ჩვენი ერთობისა და თანამშრომლობის საფუძვლად დარჩება.