პოზნანი — ორდღიანი ვიზიტი
კიდევ ერთი განსაკუთრებული შეხვედრა !
ამჯერად გდანსკის შემდეგ გვქონდა შესაძლებლობა ვიზიტით ვყოფილიყავით პოზნანში, სადაც ორი დღის განმავლობაში შევხვდით ადგილობრივ ქართველ დიასპორას.
შეხვედრა იყო გულწრფელი, ღია და მნიშვნელოვანი.
გაგვიზიარეს ადგილობრივი საჭიროებები, მოსაზრებები და გვსურს განსაკუთრებით აღვნიშნოთ ის მხარდაჭერა და ნდობა, რომელიც იქ დავინახეთ.
ჩვენ გავაცანით დიასპორის განვითარების სამომავლო მიმართულებები, რომლებიც ემყარება ერთ პრინციპს!
დიასპორა ყველასია და მისი გაძლიერება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი.
ასეთი შეხვედრები გვაძლევს ენერგიას, რომ გავაგრძელოთ დაწყებული საქმე მშვიდად, სტაბილურად და კონსტრუქციულად მიუხედავად სხვადასხვა მოსაზრებისა, რაც სრულიად ბუნებრივია.
გმადლობთ პოზნანის ქართულ საზოგადოებას გულითადი მასპინძლობისა და თანამშრომლობისთვის.
ჩვენი ძალა ერთობაშია 🤝