პოლონეთის სომელიეების XXIV ჩემპიონატი
დღეს ვარშავაში დასრულდა პოლონეთის სომელიეების XXIV ჩემპიონატი, რომლის ფინალურ ეტაპსაც დაესწრნენ დიასპორის თავმჯდომარე თორნიკე ცირეკიძე და ბატონი დავით გამცემლიძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ წამყვანი სომელიერები, ღვინის სფეროს ექსპერტები და საერთაშორისო სტუმრები. სამწუხაროდ, ტეისტინგ სესიებში არ ფიგურირებდა ქართული ღვინო მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს ღვინის წარმოების უძველესი და მდიდარი ტრადიცია.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, თორნიკე ცირეკიძემ შეხვედრა გამართა ორგანიზატორებთან და წამოჭრა ინიციატივა, რომ მომდევნო ჩემპიონატზე სომელიერების შეჯიბრებაში შეიტანონ ქართული ღვინო. ეს გახდება ძლიერი ბიძგი, რომ პოლონელ და უცხოელ სომელიერებს ჰქონდეთ მოტივაცია შეისწავლონ და გააცნონ ქართული ღვინის უნიკალურობა საერთაშორისო არენაზე.
ქართული ღვინო იმსახურებს იმავე ადგილს, რაც მისი ისტორიაა!