დიპლომატიური შეხვედრა — აზიის დეპარტამენტის ინიციატივა
დღეს დიასპორის თავმჯდომარე თორნიკე ცირეკიძე და ბატონი დავით გამცემლიძე მიწვეულნი იყვნენ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აზიის დეპარტამენტის დირექტორის ინიციატივით.
ღონისძიება წარმოადგენდა დიპლომატიური დიალოგისა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან სივრცეს.
თორნიკე ცირეკიძემ დამსწრე ელჩებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დაამყარა პირდაპირი კომუნიკაცია, რომლის ფარგლებში გამოიკვეთა სურვილი საერთო კულტურულ და საზოგადოებრივ ინიციატივებზე თანამშრომლობის.
მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს მოწვევისთვის და ველით მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას მომდევნო შეხვედრებში.