ოფიციალური შეხვედრა ვარშავის მერიაში (17 აპრილი 2025)

ოფიციალური შეხვედრა ვარშავის მერიაში (17 აპრილი 2025)

ოფიციალური შეხვედრა ვარშავის მერიასთან

2025 წლის 17 აპრილში, პოლონეთში ქართული დიასპორის თავმჯდომარე თორნიკე ცირეკიძე ოფიციალურად შეხვდა ვარშავის მერიის კულტურის ბიუროს დირექტორს, ბატონ არტურ იუზვიკს.

შეხვედრა წარიმართა საქმიან, ღია და პარტნიორულ გარემოში. განხილული იყო ქალაქის კულტურულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის ფორმები, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის მექანიზმები და ქართული კულტურის აქტიური მონაწილეობა ვარშავის მრავალკულტურულ ცხოვრებაში.

განსახილველ საკითხებს შორის იყო:

– ქართული კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა მერიის სტრუქტურების მხრიდან

– დიასპორის ჩართულობა ვარშავის კულტურულ კალენდარში

– კომუნიკაციის სტაბილური არხების შექმნა დიასპორასა და დედაქალაქს შორის

ბატონმა იუზვიკმა გამოთქვა მზადყოფნა კონკრეტული მხარდაჭერისთვის იმ პროექტებში, რომლებიც ემსახურება კულტურულ ინტეგრაციასა და საზოგადოების გაძლიერებას.

ქართული დიასპორის ხელმძღვანელობა პოლონეთში აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ადგილობრივ ინსტიტუციებთან ღია დიალოგის, სტაბილური პარტნიორობის და კულტურული ხიდების გაძლიერების გზით..

აქტივობები