კრაკოვში პარაკლისი და პანაშვიდი — 18 ნოემბერი
18 ნოემბერს, საქართველოს გენერალური კონსულის მოწვევით, კრაკოვს ესტუმრნენ წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი დავით კონჯარია, და პოლონეთში ქართული დიასპორის პრეზიდენტი, თორნიკე ცირეკიძე.
დღის ფარგლებში აღევლინა ღვთისშობლის სავედრებელი პარაკლისი და სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. ლოცვის დასრულების შემდეგ გაიმართა საუბრები ადგილობრივ ქართულ საზოგადოებასთან, სადაც ყურადღება დაეთმო როგორც სულიერ, ასევე საზოგადოებრივ თემებს, რომლებიც მნიშვნელოვანია პოლონეთში მცხოვრები ქართველი თანამემამულეებისათვის.
დიასპორის სახელით გამოვხატავთ გულწრფელ მადლობას საქართველოს გენერალურ საკონსულოსა და მის თანამშრომლებს თბილი, ყურადღებიან და მაღალპროფესიულ მასპინძლობისთვის. მათი მხარდაჭერა არსებითად უწყობს ხელს დიასპორული ერთიანობის განმტკიცებასა და საქართველოსთან კავშირის გაღრმავებას.