15 მარტი — პოლონეთში ქართული დიასპორის ყრილობა საელჩოში
15 მარტს პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა პოლონეთში ქართული დიასპორის ყრილობა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა პოლონეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის. ყრილობის დროს დიასპორის წევრებმა აირჩიეს პოლონეთში ქართული დიასპორის ახალი ხელმძღვანელობა:
- თავმჯდომარე – Tornike Tsirekidze
- ვიცე-თავმჯდომარე – ეკატერინე ბერუაშვილი-მვინარსკა;
- ვიცე-თავმჯდომარე – მამუკა გვასალია.
ყრილობის ფარგლებში ასევე არჩეული იქნა პოლონეთში ქართული დიასპორის სარევიზიო საბჭო და ხაზინდარი, რომელიც დაკომპლექტდა შემდეგი წევრებით:
სარევიზიო საბჭოს წევრები:
- მეგი ჭყოიძე;
- ქრისტინე შევჩენკო;
- ლევან ჩუბინიძე;
- გიორგი ხიზანიშვილი;
- ლუკა ბაღაშვილი.
ხაზინდარი:
- გიორგი ჯოჯუა.
ახალი ხელმძღვანელობის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ დიასპორის თითოეულ წევრს, მხარდაჭერისა და ნდობისათვის. ჩვენი გუნდი არ დაიშურებს ძალისხმევას და ყველაფერს გააკეთებს პოლონეთში ქართული დიასპორის გაძლიერებისათვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელივანია საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მათი საჭიროებების გათვალისწინება.
ახალდაკომპლექტებული დიასპორის ხელმძღვანელობის სახელით, ასევე გვსურს დიდი მადლობა ვუთხრათ დიასპორის ყოფილ თავმჯდომარეს David Adamashvili და დიასპორის ვიცე-თავმჯდომარეს Ekaterine Beruashvili-Młynarska, რომლებმაც თავისი თავდაუზოგავი შრომითა და ძალისხმევით შეიტანეს დიდი წვლილი პოლონეთში ქართული დიასპორის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. აგრეთვე უღრმესი მადლობა მხარდაჭერისათვის საქართველოს საელჩოს პოლონეთის რესპუბლიკაში.