ირინა სხირტლაძის ხსოვნას

ირინა სხირტლაძის ხსოვნას

16 სექტემბერს, ჩვენი დიასპორა კიდევ ერთხელ შეიკრიბა სამხედრო სასაფლაოზე, რათა პატივი მივაგოთ 16 წლის ირინა სხირტლაძის ხსოვნას. ეს დღე უკვე გადაიქცა ყოველწლიურ ტრადიციად და გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთად დგომა და ჩვენი გმირების პატივისცემა.

განსაკუთრებული მადლობა ბატონ კონსულს დავით კურტანიძეს მისი დასწრებისთვის და მხარდაჭერისთვის, ასევე პოლონელ მართმადიდებელ მოძღვარს მამა ანდრეის, რომელმაც ჩაატარა მოსახსენიებელი პანაშვიდი.

დიდება ირინკას, რომელიც 16 წლის ასაკში იქცა ქართველთა სიმბოლოდ პოლონეთში. დღეს ის ჩვენთვის მაგალითია თავდადებისა და სამშობლოსადმი ერთგულების.

თითოეული ჩვენი ნაბიჯი არის პატივისცემა მათთვის, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს.

პატივს ვცემთ გმირებს!

აქტივობები