ბიზნეს-გალა ვარშავაში

ბიზნეს-გალა ვარშავაში

ვარშავაში ყოველწლიურ ბიზნეს-გალაზე, რომელიც პოლონეთსა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს აერთიანებს, დიასპორის პრეზიდენტმა თორნიკე ცირეკიძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს დინამიურ ეკონომიკურ განვითარებას და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ გარემოს.

მისი თქმით, საქართველოს სწრაფი ბიუროკრატიული პროცედურები და ეკონომიკის სტაბილური ზრდა ქვეყანას თანამედროვე ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად აქცევს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისტორიულ ურთიერთობებს საქართველოსა და პოლონეთს შორის. თორნიკე ცირეკიძემ გაიხსენა მეორე მსოფლიო ომამდე არსებული მჭიდრო კავშირები და ქართველი მებრძოლების გმირობა, რომლებიც პოლონეთის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

„ჩვენი მიზანია, რომ ეს ისტორიული ურთიერთობები არ დარჩეს მხოლოდ წარსულის ფურცლებზე, არამედ იქცეს მომავლის თანამშრომლობისა და მეგობრობის ახალ საფუძვლად. ქართველებსა და პოლონელებს შეუძლიათ, დღესაც აჩვენონ მსოფლიოს ნამდვილი პარტნიორობისა და ერთგულების მაგალითი,“ აღნიშნა თორნიკე ცირეკიძემ.

აქტივობები