კრაკოვი — ახალი ქართული სამრევლო

კრაკოვი — ახალი ქართული სამრევლო

ქართული დიასპორა პოლონეთში გულწრფელ მადლობას უხდის ბატონ იოსებ ხახალეიშვილს, საქართველოს გენერალურ კონსულს კრაკოვში, და საკონსულოს გუნდს მხარდაჭერისა და გულთბილი მასპინძლობისთვის.

6–7 ოქტომბერს კრაკოვში დაფუძნდა წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული სამრევლო და ჩატარდა საზეიმო წირვა-ლოცვა.

სამრევლოს წინამძღვარია დეკანოზი დავით კონჯარია, რომლის ხელმძღვანელობით ქართულმა მრევლმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა პოლონეთში საეკლესიო ცხოვრების განმტკიცებისკენ. ქართული დიასპორა და სამრევლო აგრძელებენ თანამშრომლობას ეროვნული ერთობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით..

აქტივობები