შეხვედრა გდანსკის მართლმადიდებელ კათედრალში

შეხვედრა გდანსკის მართლმადიდებელ კათედრალში

გდანსკში, წმინდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური კათედრალის ტერიტორიაზე, გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პოლონეთში ქართული დიასპორის თავმჯდომარე თორნიკე ცირეკიძე, ვიცე-თავმჯდომარე მამუკა გვასალია და დეკანოზი დავით კონჯარია, რომელიც ხელმძღვანელობს წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართულ სამრევლოს.

ამ ინიციატივის მთავარი მიზანია ქართველი და პოლონელი მართლმადიდებლების დაახლოება, სულიერი დიალოგის გაღრმავება და ურთიერთპატივისცემის გაძლიერება. იგი ასახავს ეკლესიათა საერთო მისწრაფებას მშვიდობიან თანაცხოვრებას და ერთობას

აქტივობები