23 აპრილი — გმირთა პატივისცემა ვარშავის სამხედრო სასაფლაოზე

23 აპრილი — გმირთა პატივისცემა ვარშავის სამხედრო სასაფლაოზე

2025 წლის 23 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, პოლონეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელობამ და წარმომადგენლებმა მოინახულეს ვარშავის სამხედრო სასაფლაო, სადაც დაკრძალულნი არიან ქართველი გენერლები და ის მოღვაწეები, რომელთა ღვაწლი მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართული ისტორიული მეხსიერებისთვის.

ღონისძიება სიმშვიდისა და ღრმა პატივისცემის ატმოსფეროში წარიმართა. დიასპორის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მზადყოფნა, პატივისცემით შეინარჩუნონ ისტორიული მეხსიერება და გააგრძელონ ეროვნული ღირებულებების დაცვისა და გადაცემის მტკიცე ტრადიცია.

პატივისცემა გმირთა ხსოვნას არ არის მხოლოდ ცერემონია ის წარმოადგენს ერთგულების განცხადებას იმ ფესვების მიმართ, რომლებზეც დგას ჩვენი კულტურული და ეროვნული იდენტობა.

აქტივობები