27 მაისი — დიასპორის საერთაშორისო დღე
27 მაისი დიასპორის საერთაშორისო დღე!
თბილისში, დიასპორის საერთაშორისო დღის ფარგლებში, გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები და საჯარო დისკუსიები, რომელთა მიზანი იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების როლის ხაზგასმა და მხარდაჭერა.
დღის განმავლობაში პოლონეთში მოქმედი ქართული დიასპორის პრეზიდენტი, თორნიკე ცირეკიძე, მიწვეული იყო საჯარო ტელევიზიის ეთერში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ვლადიმერ კონსტანტინიდთან ერთად, მონაწილეობა მიიღო გადაცემაში.
სატელევიზიო გამოსვლაში ყურადღება გამახვილდა პოლონეთში დიასპორის საქმიანობაზე, არსებულ გამოწვევებზე, უკვე განხორციელებულ პროექტებზე და მომავალი ნაბიჯების მნიშვნელობაზე.
განსაკუთრებით აღინიშნა მჭიდრო კავშირების საჭიროება სახელმწიფოსა და ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებს შორის.
დღეს, როცა დიასპორა მზარდი რესურსია საქართველოს კულტურული, ეკონომიკური და საგანმანათლებლო განვითარებისათვის, აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების გაერთიანება და ორგანიზებული ჩართულობა.
ერთად შევქმნით ძლიერ და ერთიან ქართულ დიასპორას პოლონეთში!