ქართული სამრევლოს 3 წლის იუბილე პოლონეთში
9 ოქტომბერს, პოლონეთში ქართული სამრევლოს დაარსების მესამე წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა განსაკუთრებული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, პატარებმა წარმოდგინეს მუსიკალური ნომრები, ცეკვები და ლექსები, რაც დღესასწაულს განსაკუთრებულად თბილ ატმოსფეროს სძენდა.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში, ქალბატონი დიანა ჟღენტი, რომლის თანდასწრებამ ამ დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა.
ეს დღე არის ერთობის, რწმენისა და საქართველოსა და პოლონეთის მართლმადიდებელ თემებს შორის მეგობრობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურება.